დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრება
„ტვიტერის“ პირად გვერდზე თეთრი სახლის პრესმდივანი შონ სპაისერი წერს, რომ რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა დაგეგმილი სატელეფონო საუბარი დაიწყეს. მან ასევე გამოაქვეყნა სურათი, სადაც ჩანს, რომ ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწეს მაიკლ ფლინის, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის რაინს პრიბუსისა და პოლიტიკური მრჩეველის სტივენ ბენონის თანდასწრებით საუბრობს.