თავდაცვის მინისტრი “ნატო”-ს გენ.მდივანს შეხვდა
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სასტურმო „თბილისი რუმსში“ ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს ახალი სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში უწყებათაშორის ფორმატში აქტიურად დაიწყება ამ სტრატეგიაზე მსჯელობა. Читать дальше...