“ეს იყო ყველაზე დაუნდობელი გადაცემა, რაც კი ოდესმე მინახავს ქართულ ტელე-სივრცეში” – ნანა გაგუა
ჟურნალისტი ნანა გაგუა “პროფილი”-ს 15 აპრილის გადაცემას აფასებს, რომელიც სტალინს, მის პოლიტიკას და კულტად ქცევას ეხებოდა. “ეს იყო ყველაზე დაუნდობელი გადაცემა, რაც კი ოდესმე მინახავს ქართულ ტელე-სივრცეში !!!! უხეშად, უსასტიკესად დაირღვა უსუსური, დაუცველი და სნეული ადამიანის უფლებები! ტელეეკრანებმა კი გვიჩვენა ჟურნალისტური არაპროფესიონალიზმის პიკი” – აცხადებს ნანა გაგუა.