დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობა 20 დღით იზღუდება
აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდი გზაგამტარის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო მიმდინარე წლის 9 აპრილიდან 20 დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება (დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით). ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია.