ირაკლი სესიაშვილი: ეს არის შეტევა!
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ფარული ჩანაწერების გავრცელების სამ მიზეზს ასახელებს. განცხადება სესიაშვილმა გადაცემა “არჩევანში” გააკეთა: “პირველ რიგში კადრების გავრცელების მიზანი მოსახლეობის დაშინებაა და მოქალაქეებში დაუცველობის განცდის დათესვა, მეორე – არასტაბილურობა და არჩევნების ჩატარება მძიმე დაპირისპირების ფონზე და მესამე – მოსახლეობაში იმედგაცრუების გამოწვევა, რაც სახელმწიფოს დააზიანებს. ეს არის შეტევა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე. […]