შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის შესახებ იაშვილის კლინიკა განცხადებას ავრცელებს
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილ ევა ბარბაქაძის ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. ამის შესახებ ნათქვამია მ.იაშვილის კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით“-ნათქვამია განცხადებაში.