დავით უსუფაშვილის ბიოგრაფია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა 2012 წლის ოქტომბრიდან. დაიბადა 1968 წლის 5 მარტს. სწავლობდა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს საშუალო სკოლაში (1975-1985). დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1985-1992). სწავლობდა დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში (1997-1999). იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე (2005-2013). მუშაობდა USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამაში (1999-2005). იყო საქართველოს პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი (2000-2001.