ახალაიას მარჯვენა ხელს მეგის ქარდავას ქართველები სირიაში საბრძოლველად გადაჰყავს!
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე, ნანა თეთრაძე ირწმუნება, რომ გლდანის ციხეში მისი მეუღლე თავდაცვის ექსმინისტრმა, ბაჩო ახალაიამ და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის უფროსმა, მეგის ქარდავამ აწამეს. ახალაია დიდი ხანია ,,მატროსოვის ციხეშია”. სად არის მეგის ქარდავა, რომელსაც სასამართლომ დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა? თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში, ერთ-ერთ საიდუმლო ბუნკერში […]