ქუთაისში, ძლიერი ნალექისა და სეტყვის გამო, რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა
Facebook Messenger Viber Twitter ქუთაისში, ძლიერი ნალექისა და სეტყვის გამო, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით უწყებაში 15 შეტყობინება შევიდა, თუმცა მოგვიანებით 5-მა მოქალაქემ გამოძახება გააუქმა. მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დაასრულეს. დაშავებული არავინ არის