უკრაინა გაეროს სასამართლოზე: რუსეთი გენოციდზე „ტყუილს" იყენებს განადგურების საბაბად

გაეროს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე ჰააგაში, 19 სექტემბერს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავის ომს ამართლებს იმით, რომ იშველიებს „საშინელ ტყუილს,“ კერძოდ იმის შესახებ, რომ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის მიზანი იყო გენოციდის შეჩერება.
„საერთაშორისო თანამეგობრობამ გენოციდის შესახებ კონვენცია დაცვისთვის მიიღო, რუსეთი კი კონვენციას იშველიებს განადგურებისთვის,“ განუცხადა მოსამართლეებს უკრაინის წარმომადგენელმა, ანტონ კორინევიჩმა.
მან გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს მოუწოდა, დაადგინოს, რომ აქვს საქმის მრავალმხრივი განხილვის იურისდიქცია და საბოლოო ჯამში მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ რეპარაციის გადახდის შესახებ ყალბი საბაბით შეჭრის გამო.
„შეუძლია გამოიყენოს სახელმწიფომ გენოციდში ყალბი ბრალდებები იმის საბაბად, რომ გაანადგუროს ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბოს და მათი სახლებიდან ბავშვების დეპორტაცია მოაწყოს? როცა გენოციდის შესახებ კონვენციის ასეთი ცინიკური ბოროტად გამოიყენება ხდება, ნუთუ ეს სასამართლო უძლურია? ამ შეკითხვებზე პასუხი უნდა იყოს, „არა,“ თქვა კორინევიჩმა.
18 სექტემბერს, რუსეთმა გაეროს სასამართლოს მიმართა, შეწყვიტოს საქმის განხილვა და განაცხადა, რომ „კიევის იურიდიული არგუმენტები „უიმედოდ მცდარია“.
უკრაინამ ჰააგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა თავის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, შარშან 24 თებერვალს. კიევი თვლის, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, როცა აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრა გამართლებულია იმის გამო, რომ შეეჩერებინა აღმოსავლეთ უკრაინაში სავარაუდო გენოციდი.
უკრაინა აცხადებს, რომ აღმოსავლეთის რეგიონში, სადაც 2014 წლიდან ომია, გენოციდი არ ყოფილა და გენოციდის შესახებ ხელშეკრულება არ უშვებს სავარაუდო გენოციდის შეწყვეტის მიზნით შეჭრას.
მოსმენები, რომლებიც 27 სექტემბრამდე გაგრძელდება, არსებითად საქმეს არ განიხილავს, არამედ მოისმენს იურიდიულ არგუმენტებს იურისდიქციის შესახებ. კონვენცია გენოციდს განსაზღვრავს როგორც დანაშაულს, რომელიც ჩადენილი იქნა იმ „მიზნით, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი როგორც ასეთი“.
უკრაინამ პირველი ზღუდე უკვე გადალახა: მარტში სასამართლომ მის სარგებლად გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკისრა რუსეთს ვალდებულება, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება უკრაინის ტერიტორიაზე.
რუსეთი უგულებელყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შესახებ და მას არ აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოფს თავისი გადაწყვეტილების განხორციელება. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ მათ შეიძლება შედეგი ჰქონდეთ ომის შემდეგ კომპენსაციის გადახდისთვის.