კონსტანტინე ზარნაძე: ბევრი კითხვა ისმის გლდანის ნაგავსაყრელთან დაკავშირებით და მინდა ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ
“ძალიან ბევრი კითხვა ისმის გლდანის ნაგავსაყრელთან დაკავშირებით და მინდა ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. როგორც მოგეხსენებათ, მაღალი ტემპერატურის გამო რამდენიმე დღის წინ ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც დროულად იქნა ლოკალიზებული, მაგრამ ტერიტორიის მასშტაბიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, დღემდე მიმდინარეობს მიწისქვეშა წვა. გარწმუნებთ, რომ “თბილსერვისის” თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვიან ამ პრობლემას. დარწმუნებული ვარ, მათი შრომა შედეგს გამოიღებს და მდგომარეობა გამოსწორდება.
აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, გარკვეული ადამიანთა ჯგუფების მიერ მიმდინარეობდა საბურავების დაწვა, რაც მალევე იქნა აღმოჩენილი. რა თქმა უნდა, შესაბამისი პიროვნებები დაჯარიმდნენ, მაგრამ ეს საბოლოო შედეგს არ გვაძლევს, ჩვენ, ამ ქალაქის მცხოვრებლები, თუ არ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, არაფერ სასიკეთოზე არ უნდა ვიოცნებოთ. ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. წარმატებულ საღამოს გისურვებთ.“ – ავრცელებს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.