ისრაელის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა, პრემიერი ულტრანაციონალისტი, ნაფტალი ბენეტი იქნება
13 ივნისს ისრაელის პარლამენტმა - კნესეტმა - კენჭი უყარა ახალ სამთავრობო კოალიციას, რომელშიც არ შედის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია.
გავრცელებული ცნობებით, ახალმა კოალიციამ ერთი ხმის უპირატესობით გაიმარჯვა. ამიერიდან მთავრობის მეთაური იქნება ულტრანაციონალისტი ნაფტალი ბენეტი, რომელმაც ფიცი დადო უკვე და დასრულდა ნეთანიაჰუს მართველობის 12-წლიანი პერიოდი.
ხელისუფლების გადაცემის ცერემონია 14 ივნისს გაიმართება.
71 წლის ნეთანიაჰუმ, რომლიც პასუხისგებაშია მიცემული კორუფციის გამო, ვერ მოახერხა 23 მარტის, ორ წელიწადში უკვე მეოთხე, არჩევნების შემდეგ ჩამოეყალიბებინა მთავრობა.
ცენტრისტმა იაირ ლაპიდმა, რომელსაც პრეზიდენტმა დაავალა მთავრობის შექმნა, ულტრანაციონალისტური მცირე პარტიის ლიდერ, ნაფტალი ბენეტთან მიაღწია შეთანხმებას ფართო სამთავრო კოალიციის შექმნაზე, რომელშიც შევლენ მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები და არაბთა პარტიები.
ამ შეთანხმებით, ბენეტი ორი წლით იქნება პრემიერის პოსტზე, შემდეგ კი მას ლაპიდი შეცვლის.