იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნების“ შემოთავაზებები რაღაც თვალსაზრისით მოჰქონდა ბადრი ჯაფარიძეს
მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობების შესახებ ილაპარაკა „ტვ პირველის" ეთერში პარტია „გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ. როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება" საკუთარ წინადადებებს ოპოზიციურ პარტიებს აცნობდა „ლელოს" გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის მეშვეობით.
„ქართული ოცნების“ შემოთავაზებები რაღაც თვალსაზრისით მოჰქონდა ბადრი ჯაფარიძეს ჩემთან ყოველ შემთხვევაში, მე, სადაც ვესწრებოდი იმ შეხვედრებზე. მაშინ არანაირი პრობლემა არ იყო. პირიქით ჩვენ მადლობასაც ვუხდიდით, ჩვენ არ გვიწევდა კომუნიკაცია და ბადრი ჯაფარიძე ამას თავისი ჩვეული ელეგანტურობით ახერხებდა", - თქვა იაგო ხვიჩიამ.
"გირჩის" იდეა პარლამენტში შესვლის პერსპექტივით, ბოიკოტი და მესამე ცენტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე
ოპოზიციური პარტიის ლიდერი, აგრეთვე, ლაპარაკობს მისი ყოფილი თანაპარტიელის ზურა ჯაფარიძისა და „ქართული ოცნების" შესაძლო კომუნიკაციის შესახებ.
„იმ პერიოდში „გირჩის“ სიის პირველი ნომერი იყო ზურა ჯაფარიძე და თუ რამე კონტაქტი არსებობდა „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, ეს არსებობდა ზურაბ ჯაფარიძესა და „ქართულო ოცნებას“ შორის", - აღნიშნავს ხვიჩია.
შეკითხვაზე, არსებობდა ასეთი კონტაქტი? ხვიჩია პასუხობს: „მე არ ვაცი, არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, მაგრამ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებსაც ველაპარაკე შემდგომ უკვე, მითხრეს, რომ ჰქონდათ რაღაც ტიპის კომუნიკაცია [ჰქონდათ] ჩვენთან და არა ჩემთან, არა ვახო მეგრელიშვილთან, არა სანდრო რაქვიაშვილთან, არამედ ზურა ჯაფარიძესან".
ხვიჩია იმასაც ამბობს, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხვდებოდნენ ინდივიდუალურად „ქართულ ოცნებას“.