თინა კანდელაკი შვილთან ერთად
“ჩვენ უანგაროდ გვიყვარს შვილები და ისინიც ასხივებენ სიყვარულს, რომელსაც ვერაფერი შეედრება. ნებისმიერმა ქალმა, რომელიც დედა გახდა, ზუსტად იცის პასუხი კითხვაზე “რა არის ბედნიერება?” ბავშვების გარეშე ცხოვრებას აზრი საერთოდ არ აქვს. ბოლო 29 წლის განმავლობაში ჩემი ყოველდღიური მუშაობის მიუხედავად, დანამდვილებით ვიცი: არც ერთ მიღწევას აზრი არ ექნებოდა მელანიასა და ლეონტის გარეშე. დედის დღეს გილოცავთ ყველას, ვინც ნამდვილად იცის რა არის ბედნიერება,” წერს ჟურნალისტი თინა კანდელაკი.
ცნობისათვის, 29 ნოემბერს რუსეთში დედის დღეს აღნიშნავენ.