კახი კავსაძე კლინიკაში გადაიყვანეს
კახი კავსაძე კლინიკაში გადაიყვანეს. მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მსახიობს უკვე გაუკეთეს ტესტი კორონავირუსზე პასუხები კი ორ საათში გახდება ცნობილი.
კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი,“- განაცხადა ლევან რატიანმა.