როდესაც საათის ისრები არდადეგების დაწყების ზარს ჩამოჰკრავენ, სანტა კლაუსი იაზრებს, რომ წელს, ადამიანებს ჩვეული საჩუქრებით ვერ გაახარებს.
სადღესასწაულო სამუშაო ჯგუფი Zoom-ში იკრიბება.
სანტა კლაუსის როლს სტივ კარელი, ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი ასრულებს.
საშობაო ნამუშევარი, რომელზეც სააგენტო Goodby Silverstein & Partners-მა იმუშავა, სატელეკომუნიკაციო კომპანია Xfinity-სთვის შეიქმნა.