ქუთაისის ახლად არჩეული მერი კორონავირუსით დაინფიცირდა
ქუთაისის ახლად არჩეული მერს, იოსებ ხახალეიშვილს, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია მან თავად გაავრცელა სოციალური ქსელების საშუალებით.
"თითოეულის ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ჩვენს მოქალაქეებს", - აცხადებს ის.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ვირუსი 4 780 პირს დაუდასტურდა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 123 470 შემთხვევა.