მარნეულში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ
“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ მარნეულში. არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარებაც.
ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი , დაზიანებულია არხის აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები.
აღსანიშნავია, რომ დღესვე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა. საჯარო მოხელე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.