ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ბავშვებთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნეს
დიდი ბრიტანეთის მომავალმა მეფემ და დედოფალმა, 38 წლის პრინცმა უილიამმა და 38 წლის ქეით მიდლტონმა, შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს.
ფოტოები კენსინგტონის სასახლის ბაღში გადაიღეს, როცა სამეფო ოჯახს სტუმრად ტელეწამყვანი, სერ დევიდ ატენბორო ეწვიათ. 7 წლის ჯორჯი, 5 წლის შარლოტა და 2 წლის ლუი აღფრთოვანებულები იყვნენ სტუმრის ვიზიტით.