ორი ახალი შეზღუდვა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
„ხვალიდან, 22.00 საათიდან, აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს. ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.