ულამაზესი საპორტო ქალაქები (ფოტოები)
გაგაცნობთ, ყველაზე რომანტიულ და ლამაზ საპორტო ქალაქებს.
ბერგენი, ნორვეგია.
ბერგენი (ნორვ. Bergen) — ფიულკე ჰორდალანის დედაქალაქი და ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქია. დღესდღეობით ქალაქი უმსხვილესი საპორტო და ნავთობსამრეწველო ცენტრია.
ჰონგ კონგი, ჩინეთი
ჰონგ კონგი, ქალაქ-სახელმწიფო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი. ამ ქალაქს არასდროს სძინავს. ჰონგ კონგი განსაკუთრებით ლამაზია ღამით.
სანტორინი, საბერძნეთი
საბერძნეთში უამრავი ლამაზი კუნძულია, მაგრამ ყველაზე მომხიბვლელი, რა თქმა უნდა, თეთრი ქვის სანტორინია. კუნძულზე მხოლოდ მცირე კატარღებით მოხვდებით. მიუხედავად მისი მცირე ზომისა აქ უამრავი მყუდრო რესტორანი, კაფე და მაღაზიაა.
ვალპარასიო, ჩილე
ულამაზესი ვალპარაისო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ესპანეთის კოლონია იყო . აქ შემორჩენილია “ევროპული” არქიტექტურული ძეგლები. ქალაქის ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობაა ძველი რესტორნები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სტუმრებს ღებულობენ.
სან ფრანცისკო, აშშ
სან ფრანცისკო გორაკების, ჰიპების, მილიარდერების ქალაქია. ეს ადგილი სავსეა კონტრასტებით. აქ ნებისმიერი გემოვნებისა და ჯიბის მქონე ადამიანს შეუძლია გერთოს. ერთადერთი, რითაც ქალაქი ვერ დაიკვეხნის, არის თბილი წყალი, რომელიც იშვიათად თბება +15-ზე ზემოთ. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში გვრჩება ქვიშიან სანაპიროზე წოლა და მშვენიერი ხედით აღფრთოვანება
სტამბოლი, თურქეთი
დიდებული სტამბოლი. . ფერადი ბაზრები, კაფეები სახურავებზე, პატარა მაღაზიები, უგემრიელესი თურქული ტკბილეული, მდიდრული სასახლეები და მეჩეთები.