World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

რაზე მეტყველებს ჩეჩნეთში აღმოჩენილი ქართული ანბანის კვალი

რაზე მეტყველებს ჩეჩნეთში აღმოჩენილი ქართული ანბანის კვალი

რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგებმა ითუმ-ყალის რაიონში იპოვეს ქვა, რომელიც შუა საუკუნეებს განეკუთვნება და მასზე არსებული წარწერა ქართული ასომთავრული დამწერლობის ნიმუშია.

აღმოჩენის შესახებ ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა აზამატ ახმაროვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.

 

ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი, ქართველოლოგი მიხეილ ლაბაძე, რომელმაც პირველმა წაიკითხა ჩეჩნეთში აღმოჩენილ ქვაზე დატანილი ასომთავრულით შესრულებული წარწერა, ამბობს, რომ აღმოჩენა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ საბჭოთა მეცნიერების ნარატივს აცლის საფუძველს, რომლის თანახმადაც, ჩრდილო კავკასიური ენები უმწერლობო ენებად იყო გამოცხადებული.

არქეოლოგიური აღმოჩენა, მისი თქმით, სულ ცოტა იმას ცხადყოფს, რომ ჩრდილო კავკასიის ხალხები ქართულ ანბანს ნამდვილად იყენებდნენ.

აზამატ ახმაროვი ქართველ მეცნიერს მიხეილ ლაბაძეს, თავად დაუკავშირდა და არქეოლოგიური აღმოჩენის გაშიფვრაში დახმარება სთხოვა. როგორც მიხეილ ლაბაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას ახმაროვთან ადრინდელი ნაცნობობა აკავშირებდა.

რამდენიმე წლის წინ ჩეჩენ მეცნიერთა ჯგუფს ჟურნალში "ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები" - სტატიის გამოქვეყნება სურდა 70 წლებში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერების თაობაზე. სწორედ მაშინ შედგა პირველი ნაცნობობა.

 

„2015 წელს ჩრდილო -კავკასიიდან, დაღესტნიდან იყო ჩამოსულ დაღესტნელი ისტორიკოსი შაჰბან ჰაფიზოვი, რომელმაც დაღესტნიდან 100 ცალი ქართული წარწერა ჩამოიტანა, თავისი და სხვადასხვა მკვლევრების მიერ მიკვლეული და შესწავლილი, ამ წარწერების საფუძველზე დაწერა სტატია. სტატიაში საუბარი იყო ჩვენს მოსაზღვრე მხარეებში ხუნძეთში (დაღესტანი) ქვის ჯვრებსა და ქვებზე აღმოჩენილი ქართული წარწერების შესახებ. როდესაც ეს სტატია გამოქვეყნდა, ჩვენს უნივერსიტეტს [წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი] დაუკავშირდა ორი ჩეჩენი მეცნიერი, სულთან ისაევი და აზამატ ახპაროვი, მათ გვამცნეს, რომ ჩეჩნეთში, ჩვენს მოსაზღვრე ითუმ ყალის რაიონში და შატოის რაიონშიც იყო აღმოჩენილი ასეთი წარწერები, მაგრამ დაღესტანში აღმოჩენილისგან განსხვავებით გაბმული წარწერები არ ყოფილა, იყო ფრაგმენტული წარწერები და საკუთარი სახელები ჭურჭლებზე, ქვებზე და ა.შ.“,- ყვება მიხეილ ლაბაძე.

საგულისხმოა, რომ ჩეჩნურ საკუთარ სახელებთან ერთად, 70-იან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას მიკვლეულ ქვაზე, იკითხებოდა ქართული სახელის „თამარის“ შემოკლებული ვარიანტი.

„ერთ- ერთ ქვაზე ეწერა სიტყვა „თამრ“ შემოკლების ნიშანი იყო გამოსახული და შეიძლება ყოფილიყო „თამარ“ მაგრამ ვინ იყო ეს „თამარი“ და რატომ იყო ეს წარწერა იქ, ჩვენ ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს. ჩვენ ამ კვლევა-ძიებაში ოფიციალურად ჩართულები არ ვართ, ჩვენ მათ მოგვმართეს იმიტომ, რომ უნდოდათ ჩვენს ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება ამ წარწერებზე და ახლაც იგივე მიზნით დაგვიკავშირდნენ, რომ ამ ჟურნალში გამოაქვეყნონ თავისი ნაშრომი და კონსულტაციის დონეზე ვთანამშრომლობთ“, - ამბობს მიხეილ ლაბაძე.

როგორც ჩეჩენი არქეოლოგი აზამატ ახმაროვი უყვება რადიო თავისუფლებას ჩეჩნეთში ქართული ასომთავრულის გამოყენებით დაწერილი ჩეჩნური სიტყვები პირველად 1975 წელს წელს ცოი-ფხედის (მკვდრების ქალაქის) არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს - ხის თასზე ქართული ასომთავრულით იკითხებოდა ჩეჩნური სახელი „გიზეგო“.

1976 წელს იმავე კომპლექსში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას იპოვეს თიხის ფინჯანი, რომელზეც ეწერა სახელი „მადაი“, რაც ასევე ჩეჩნური სახელია.

შემდგომში ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევების ცენტრმა ჩატარებული გათხრებისას ზუმსოიში, მიაკვლია სამი ქვის ბლოკს წარწერით - „მე ცოდვა არ ჩამიდენია“.

 

„ერთ-ერთ ბლოკზე წარწერაა „მე ცოდვა არ ჩამიდენია, ამასთანავე არის ბლოკი სადაც წერია „თამრ“, ეს ძალიან ცნობილი და პოპულარული სახელია, ვიცით რომ საქართველოს მეფე იყო თამარი და წარწერის ფორმა შეესაბამება მეათე-მეთერმეტე საუკუნეებს“, - ამბობს აზამატ ახმაროვი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

რაც შეეხება ახალ აღმოჩენას, ქვა იპოვეს ჩეჩნეთის სოფელ ბაულოიში ითუმ-ყალის რაიონში, შატილიდან 20-30 კილომეტრის მანძილზე, დარღვეული ძველი მეჩეთის ნანგრევებში.

როგორც მიხეილ ლაბაძე განმარტავს, ქვაზე დატანილი ტექსტი არის ფრაგმენტული, სამი რიგისგან შემდგარი, წარწერის რიგები არ მიჰყვება ერთმანეთს, ქვა გატეხილია, ისე, რომ სამშენებლო ბლოკის დანიშნულებით გამოდგეს.

„წერია „ქრისტე სული მისი“ მერე წერია „ჴას“ (ხას) - „ხარი“-ს ძველი ქართული ფორმა. მერე წერია „მ“ მერე ქარაგმის ნიშანია, მერე „ა“ და ჩხიკი - ასეთი ფორმა იკითხება. აზრობრივად და ლოგიკურად არ არის გამართული ნაწერი, მაგრამ დაახლოებით 30 ასოსგან მაინც შედგება. ტექსტის გადარჩენილი ასოების რაოდენობა 21-მდეა და ყველაზე დიდია იმ წარწერებიდან რაც ჩეჩნეთში არის ნაპოვნი“,- ამბობს მიხეილ ლაბაძე.

მას ქვის გაცნობის საშუალება მხოლოდ ფოტოს მეშვეობით მიეცა და მსჯელობისას მხოლოდ ამ მასალას ეყრდნობა, რაც მისი თქმით, საკმარისი არ არის მნიშვნელოვანი დასკვნის გამოსატანად.

„სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს საფლავის ქვა , იმიტომ, რომ „ქრისტე“ და „სულია“ ნახსენები დაქარაგმებული „ქრისტე“ - „ქ“ ქარაგმა „ე“ და „ს“ ქარაგმა და „ლი“ ანუ „ქრისტეს სული მისი“ , „მისი“ ჩვენ ვივარაუდეთ, რადგან ასო „მ“ არის შემორჩენილი და მერე ჩამოტეხილია ქვა. „მ“ ასო ნაცვალსახელ „მისის“ ნაშთი შეიძლება იყოს. ჩვენ ვმსჯელობთ მხოლოდ ფოტო ფირით , ეს კიდევ ძალიან ძნელია, ვინაიდან ფოტოზე შეიძლება რაღაც ვერ გაარკვიო ადგილზე ნახვა სჯობს“,- ამბობს მიხეილ ლაბაძე.

მანამდე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, პირველადი შესწავლის ნიადაგზე, აშკარაა, რომ ეს არის ვაინახურ ენაზე გაკეთებული წარწერა, რომლისთვისაც გამოყენებულია ქართული ანბანი. ადრეულ შუა საუკუნეებში ძლიერი კულტურული ასიმილაციის ნიადაგზე, არა მხოლოდ ვაინახები, არამედ სხვა ხალხები, ოსები, ინგუშები, იყენებდნენ ქართულ ასომთავრულ დამწერლობას და ეს თავისთავად სიახლე არ არის. მსგავსი არქეოლოგიური არტეფაქტები მრავლადაა მიკვლეული ამ ტერიტორიაზე.

მიხეილ ლაბაძის თქმით, საუკუნეთა განმავლობაში, ჩრდილო კავკასიაზე, ქართული კულტურული გავლენა ძალიან დიდი იყო, ჩრდილო კავკასიის აბსოლუტურად ყველა მხარეში გამოიყენებოდა ქართული ანბანი - იქაური ენის დამწერლობად.

„რუსებმა, როდესაც ჩრდილო კავკასიის ენების შესწავლა დაიწყეს, ისინი უმწერლობო ენებად გამოაცხადეს და თუ შუა საუკუნეებში ქართულ დამწერლობას ხმარობდნენ ჩრდილოკავკასიელები აქამდე ძალიან მცირე ცნობები იყო და ახლა ნელ-ნელა გამოდის მასალა, სადაც ჩანს, რომ მართლაც ასე ყოფილა, რომ ქართული ანბანი მთელს კავკასიაში გამოიყენებოდა“,- ამბობს მიხეილ ლაბაძე.

მისი განმარტებით, ქართველოლოგმა ტოგო გუდავამ, 70-იან წლებში დაღესტნის ტერიტორიაზე არსებული დათუნას ეკლესიაში ქართულ - ხუნძური წარწერები შეისწავლა, დაღესტნის ტერიტორიაზე 100- მდე ქართული წარწერაა აღმოჩენილი მაგრამ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ეს წარწერები ნაკლებად იყო აღმოჩენილი. ახალი აღმოჩენა კი მინიმუმ იმას ცხადყოფს, რომ ასომთავრული დამწერლობა ჩეჩნეთის ტერიტორიაზეც ადგილობრივი ენის დამწერლობად გამოიყენებოდა.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Рассказ русского вологодского писателя Андрея Малышева Баба Дуся спасает мир !



VIP

Финалист шоу “Голос” Сергей АРУТЮНОВ прямо при выезде со своего сольного концерта в Кремле cлучайно сбил девушку. А ей оказалась солистка группы Демо.






Новости 24 часа

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Game News

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Москва

Юные творцы: ученики школы №2120 завоевали Гран-при конкурса «Мир дому твоему!»



News Every Day

'Sticking his thumb in the judge's face': Michael Cohen says $1k gag order fines are joke



Авто

«Байкал Сервис» вдвое увеличил объемы отправок грузов на маркетплейсы



Москва

Актёр Марк Эйдельштейн рассказал о том, что значит для него родной город



Эдвард Григ

«В путешествие с Григом»: в Свердловской филармонии стартовала вузовская неделя музыки



Москва

21 апреля в Москве прошли соревнования ЛИГА ТРИАТЛОНА & IRONSTAR МОСКВА ЛУЖНИКИ



Дарья Касаткина

Теннисистка Касаткина заявила, что скучает по России, но пока не может приехать



Москва

Изгнать мигрантов так просто не получится? Юрист указал на тонкую грань



Динамо

МФК «Динамо Пушкино» вошел в топ-8 команд Всероссийского футбольного турнира «Кубок Казани»



Симферополь

В Крыму КАМАЗ отомстил водителю за страдания



Москва

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Москва

Собянин: В поликлиниках Москвы внедрят расшифровку рентген-исследований через ИИ



Москва

Директор Благотворительного Фонда «Провидение» Елена Осипова стала финалистом премии «Россия - страна возможностей»



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Сенсорный сад с экотропами появится в Бутырском районе Москвы





Путин в России и мире
Москва

Тема дня: Путин назвал сохранение духовных ценностей условием укрепления суверенитета


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

VII Всебелорусское народное собрание: основные заявления Александра Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский допустил, что Москва и Киев начнут мирные переговоры


Навальный в России и мире
Москва

В РПЦ отказались называть причины запрета в служении иерея Сафронова, отпевавшего Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт в КДШИ имени П.И. Чайковского "Народной музыки душа"



Москва

Холдинг «Швабе» увеличил присутствие на медицинском рынке Узбекистана

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net