ავღანეთის ავიაციის თავდასხმისას თალიბები და სამოქალაქო პირები დაიხოცნენ
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სულ მცირე 30 თალიბი მეომარი მოკლეს საჰაერო თავდასხმისას ქვეყნის ჩრდილოეთში, თუმცა რეგიონულმა ოფიციალურმა პირმა გაავრცელა ცნობა, რომ დაღუპულებს შორს არიან სამოქალაქო პირები.
სამინისტროს თანახმად, 19 სექტემბერს ორი საჰაერო იერიში იქნა მიტანილი თალიბანის ბაზაზე ხან აბადში, პროვინცია ყუნდუზში, სადაც თალიბები არიან გამაგრებული.
სამინისტროს არ დაუდასტურებია სამოქალაქო პირების დაღუპვის ფაქტი, მაგრამ მის თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება.
პროვინციის ოფიციალურ წარმომადგენლის თქმით, 12 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული და ათი დაშავდა საჰაერო დარტყმების დროს. თავის განცხადებაში თალიბანი უარყოფს თავისი მეომრების დახოცვას და წერს, რომ იერიშს 23 სამოქალაქო პირი შეეწირა.
სისხლიანი თავდასხმები განხორციელდა მაშინ, როცა ავღანეთის და თალიბანის წარმომადგენლები აგრძელებენ სამშვიდობო მოლაპარაკებას ყატარში.