“ირმა ჩხეიძე არასდროს სარგებლობდა პრივილეგიით”
ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ჯანმრთელობა ვუსურვოთ ირმა ჩხეიძეს!
ირმა ჩხეიძე არასდროს სარგებლობდა პრივილეგიით და ყველაზე თავმდაბალი ქალბატონი იყო და არის 60-იანელ პოეტთა მეუღლეებს შორის!
ქალბატონი ირმა ჩხეიძე -ჩარკვიანი, რომელიც კორონა ვირუსით დასნებოვდა, საავადმყოფოში წევს (საავადმყოფოში არიან ასევე მისი ქალიშვილი და სიძე).
ქალბატონი ირმა ჩხეიძე არის საუკეთესო ფილოლოგი (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია), საუკეთესო პიროვნება-შემკული პიროვნული თვისებებით. თავმდაბალი, ტაქტიანი და სიკეთით აღსავსე ქალბატონი.
ის არასდროს ჩნდება აუდიტორიის წინაშე, ასე იყო მაშინაც, როცა მისი მეუღლე, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მწერალთა კავშირში თანამდებობაზე იყო.
ის არ დაურეკავდა ჟურნალისტს და საყვედურებით არ აავსებდა.
ის არასდროს მოგახვევდა თავს, ვინ და ვისი მეუღლე, დედა და ბებია იყო.
ასეა ახლაც, როცა ის ვირუსით დაინფიცირდა და საავადმყოფოში წევს უხმაუროდ, ამბიციის გარეშე.
მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ქალბატონ ირმას, ამ დახვეწილ, სათნო და ძალიან კეთილშობილ ქალბატონს”.