ჩეჩნეთში, საქართველოს საზღვრიდან 8 კმ-ში მოხდა მიწისძვრა
ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 18:51 საათზე, რუსეთის ფედერაციაში, (ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ-ში მოხდა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.