“კაცობრიობას გლობალური სიღატაკე ელის”
კორონავირუსის პანდემია უპრეცედენტო ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, რომელიც მხოლოდ 1930 -იანი წლების დიდ დეპრესიას შეიძლება შევადაროთ, ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.
გაეროს წარმომადგენლის, ოლივიე დე შუტტერის განცხადებით, მსოფლიოში 176 მილიონ ადამიანს სიღატაკე ემუქრება.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბევრმა ქვეყანამ პანდემიის დროს მიიღო მოკლევადიანი ზომები მოქალაქეების დასახმარებლად, მაგრამ ისინი უკვე არასაკმარისია.
შუტტერმა ქვეყნებს მოუწოდა, სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან, რადგან არსებულ ვითარებაში, მისი აზრით, მძიმე კრიზისი გარდაუვალია, ხოლო შედეგები სერიოზულ გავლენას მოახდენს კაცობრიობაზე.
მსოფლიოში, ბევრმა ოჯახმა უკვე გახარჯა საკუთარი რეზერვები და ახლა მძიმე ეკონომიკურ მდგობარეობაში არიან, – დასძინა გაეროს მომხსენებელმა.