„ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა პარტიული სიის ოცეული
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში წარადგინა საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სიის პირველი ოცეული. შეკრება გახსნა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. საზოგადოებას სია ირაკლი კობახიძემ გააცნო:
გიორგი გახარია - პრემიერ-მინისტრი
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი
მამუკა მდინარაძე - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
კახა კუჭავა - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
გიორგი კახიანი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
მარიამ ქვრივიშვილი- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე
მიხეილ დაუშვილი - ბიზნესომბუდსმენი
გიორგი ამილახვარი - სამართლის დოქტორი
ვიქტორ სანიკიძე - ვეტერანი კალათბურთელი
მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატი
შალვა პაპუაშვილი - ხელმძღვანელობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის საქართველოს ჯგუფს
დავით კაჭარავა - მორაგბე
ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის თანამშრომელი
გიორგი ხელაშვილი - პარლამენტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი
მარიამ ლაშხი - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე
საქართველოში საპარლამენტო არჩევბნები 31 ოქტომბერს გაიმართება.