შსს: "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტების სიტყვიერი შეურაცხყოფისვის 2 პირია დაკავებული
პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტების სისტყვიერი შეურაცხყოფისთვის, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, 2 ადამიანია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ "სტრატეგია აღმაშენებლის" ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.