საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა თასის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი, ტალინში, ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით მოუგო, ნიკა კაჭარავას მიერ 32-ე წუთზე გატანილი გოლით.
საქართველოს ნაკრები ერთა თასზე შარშან D ლიგაში გამოდიოდა, ჯგუფური ეტაპი მოიგო და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის აგრძელებს ბრძოლას. ერთა თასზე კი უკვე С ჯგუფში დაწინაურდა და ანგარიშზე პირველი სამი ქულაც ჩაიწერა.
მეორე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 8 სექტემბერს თბილისში ჩაატარებენ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან. უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბრის სანაკრებო თამაშები კორონავირუსის პანდემიის გამო მაყურებლების გარეშე იმართება.