ლევან სამუშიას თქმით, მათ თანაგუნდელს პარტიული ნიშნით სცემეს
"ლელოს" ერთ-ერთი წევრი, ლევან სამუშია ამბობს, რომ მათ თანაგუნდელს პარტიული ნიშნით სცემეს. შემთხვევა თბილისში, დიღმის მასივში მოხდა.
"მან თქვა, რომ დახვდა სამი პირი და უთხრეს, "რა გინდა სამუშაოსთან, რა გინდა ლელოში". რაც შემიძლია გითხრათ, მაისურზე ეტყობოდა ნაფეხურები", - უთხრა სამუშიამ "მთავარ არხს".
ამავე პარტიის კიდევ ერთი წევრი, კახა კოჟორიძე ინციდენტს "ქართულ ოცნებას" უკავშირებს.