ტრამპმა გამოაცხადა კოსოვოსა და სერბეთს შორის "ისტორიული" ეკონომიკური შეთანხმების შესახებ
სერბეთმა და მისმა ყოფილმა ოლქმა, მსოფლიოს ქვენების მხოლოდ ნაწილის მიერ აღიარებულმა კოსოვომ, რომელსაც არ ცნობს ბელგრადი, მიაღწიეს ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას.
ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში, სადაც ის შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ავდულა ჰოტის.
ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შეთანხმება არ დადებულა პირდაპირ კოსოვოსთან, არამედ ეს მოხდა აშშ-ის შუამდგომლობით. მისი თქმით, დოკუმენტი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლად.
თავის მხრივ, კოსოვოს პრემიერმა გამოთქვა აზრი, რომ შეთანხმებამ მხარეები უნდა მიიყვანოს ურთიერთგაგებამდე.
გამოცხადდა ასევე, რომ კოსოვო აღიარებს ისრაელს და ამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ტრამპის თქმით, სერბეთი ასევე აპირებს თავისი საელჩო იერუსალემში გადაიტანოს.
ტრამპის ადმინისტრაციამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა 2017 წელს და საელჩო გადაიტანა იქ 2018 წლის მაისში.
აშშ-მა სერბეთსა და კოსოვოს შორის შუამავლობა იკისრა და მოამზადა ვუჩიჩისა და კოსოვოს პრეზიდენტის, ჰაშიმ ტაჩის შეხვედრა, რომელიც უნდა გამართულიყო ივნისში.
მაგრამ ტაჩი იძულებული იყო უარი ეთქვა აშშ-ში გამგზავრებაზე, რადგან მას საერთაშორისო სასამართლომ ბრალი დასდო ომის დანაშაულში. ბრალდებას ტაჩი უარყოფს.
კოსოვომ სერბიისგან ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა 2008 წელს. თავის ყოფილ ოლქს ბელგრადი არ აკონტროლებს 1999 წლიდან, როცა ნატოს ოპერაცია განხორციელდა.
კოსოვოს დამოუკიდებლობას ცნობს აშშ და ევროკავშიროს წევრების უმეტესობა. გაეროს წევრთა უმრავლესობამ აღიარა ასევე კოსოვო, მაგრამ მას არ ცნობს უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრი, რუსეთი და ჩინეთი.