აჭარის მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად ტელევიზია ავრცელებს.
"თუ რა რეჟიმში განაგრძობს მაუწყებელი მაუწყებლობას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ხვალ დილიდან, ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას. აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, დაახლოებით, 300 კაცი მუშაობს.
რამდენადაც ცნობილია, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მედიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. არხი არ ასახელებს, რა თანამდებობა უკავია პირს, ვისაც ვირუსი დაუდგინდა - ჰქონდა თუ არა სხვა არხის წარმომადგენლებთან შეხება.