World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ამომრჩევლების დაშინება, იძულება - ოპოზიცია უფრო მეტ ცვლილებას ითხოვს

ამომრჩევლების იძულება-დაშინებისთვის სასჯელის გამკაცრების ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ 26 აგვისტოს გაახმაურა, ხოლო უკვე 2 სექტემბერს - პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით დაამტკიცა. 78 მხარდამჭერ დეპუტატს შორის არ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. თუმცა ოპონენტები ცდილობენ, რომ ახლახან შეცვლილი კანონმდებლობის ისევ შეცვლის შესაძლებლობით ისარგებლონ და საკუთარი ინიციატივები გაიტანონ.

რა ჩაიწერება კანონებში და რით ასაბუთებს „ქართული ოცნება“ სასჯელის დაჩქარებულად გამკაცრების აუცილებლობას? რის არ სჯერა და რა აეჭვებს ოპოზიციას ? რას გულისხმობს ოპონენტთა ალტერნატიული ინიციატივები?

ამომრჩევლის იძულება, დაშინება...

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 164-ე კვარტა (4) მუხლი - „ამომრჩევლის დაშინება ან იძულება“. სასჯელად გათვალისწინებულია: ჯარიმა, შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე.

დასჯადი ხდება:

ამომრჩევლის დაშინება ან იძულება არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით;

მათ შორის - სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა როგორც ამომრჩევლის, ასევე მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ;

(დაშინება ან იძულება) სამსახურეობრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით.

ცვლილებები შეეხება საარჩევნო კოდექსსაც. მე-3 მუხლში ჩაიწერება, რომ „აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“.

საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ავტორია, უმრავლესობის წარმომადგენელი რატი იონათამიშვილი. 2 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე მან თქვა, რომ ცვლილებები გამიზნულია უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დამკვიდრებისა და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის; ხოლო „რადიკალური და ხელმოცარული ოპოზიცია“ თავისი კრიტიკით კიდევ ერთხელ ილაშქრებს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების წინააღმდეგ.

2 სექტემბრის სხდომაში არ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. თუმცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობას მწვავე შეკითხვები და კრიტიკა არც ყოფილმა თანაგუნდელებმა დააკლეს.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენელმა, გედევან ფოფხაძემ ზუგდიდელი სკოლის დირექტორის, ია კერზაიას სიკვდილიც გაიხსენა:

„რა ფორმით გინდათ, რომ მარტო კანონის გამკაცრებით შეაფერხოთ ვინმეს ზეწოლა და ძალადობა, თუკი (კანონში მანამდე არსებული მოთხოვნების შესაბამისად) ჯერ არავინ დასჯილა... თუ არავინ ისჯება, რა აზრი აქვს კანონის გამკაცრებას?!“;

„ვიცით კონკრეტული შემთხვევა ზუგდიდში, როდესაც ია კერზაია გარდაიცვალა... ყველამ ვიცით, რა უძღოდა ამას წინ ... ადამიანი სიკვდილის წინ მედიით გამოდიოდა და საუბრობდა ზეწოლაზე. არავინ დაისაჯა ამის გამო... იმის თქმა, რომ ეს ქალბატონი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე და მერე რა, მე მგონი - ამორალური იქნება“.

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, სხვა არაერთი დეპუტატის მსგავსად, სხდომაზე ცდილობდა გაერკვია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების კონკრეტული საჭიროებები მაშინ, როცა შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა 2 ივლისს დამტკიცდა - „მიზეზი თუ შეგიძლიათ დაასახელოთ, რატომ გახდა საჭირო დაჩქარებული წესით, ბოლო წუთას ახლა ამის დამატება. თუ გამკაცრების საჭიროება იყო, მაშინ იმ ფორმატში რატომ არ ვიმსჯელეთ?“

მართალია ცვლილებების პაკეტს ბოლოს მაინც დაუჭირა მხარი, მაგრამ უკმაყოფილება გამოხატა უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, რევაზ არველაძემაც - „ვფიქრობ, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეხება, დადებითს არაფერს მოიტანს... თუ ვინმე ვინმეს დააბრალებს დაშინებას, ვთქვათ -„ქართულ ოცნებას“ ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება“.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ „ნორმალურ სიტუაციაში ასეთი კანონის მიღება არც იქნებოდა საჭირო“, მაგრამ რადგან ქვეყანაში არანორმალური პოლიტიკური ვითარებაა, კიდევ ერთხელ არის მკაცრად შესახსენებელი, რომ - ამომრჩეველზე ზეწოლა დანაშაულია. ამასთან, ოპონენტების კრიტიკას ვოლსკი წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლების გულის მოგების მიზანსაც უკავშირებს:

„მძაფრდება დამოკიდებულება დამრღვევის მიმართ ... და ეს თურმე მიუღებელია და თვალებში ნაცრის შეყრაა... და მუშტების ქნევა არის თურმე უფრო მისაღები, რომ იქნებ ვიღაცამ დაგინახოს, შეგაფასოს და თქვას - აი, ეს ჯგუფი, ეს ადამიანი გვინდა ჩვენ პარლამენტში და ამით მოიპოვოს რაღაც პოლიტიკური დივიდენდი“.

მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს, „ქართული ოცნება“ ბევრისთვის მოულოდნელად, საარჩევნო კანონმდებლობის ხელახლა გადახედვის ​ინიციატივით გამოვიდა, ძველი თუ ახალი ინიციატივების გადახედვის მოთხოვნით გამოვიდნენ ოპონენტებიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული წინადადება

მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ" 1 სექტემბერს დაარეგისტრირა საკუთარი ალტერნატიული წინადადება საარჩევნო კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას „დეტალურად უნდა გაიწეროს და დაკონკრეტდეს ყველა ის დანაშაული, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასა და ამომრჩევლებზე ზემოქმედებას გულისხმობს“.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ კანონში გაჩნდეს იმპერატიული ჩანაწერები და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს, მაგალითად:

ნებისმიერ ფორმით ამომრჩევლის აღრიცხვა (ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობის ან/და მისი ასლის მოთხოვნა/ჩამორთმევა, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით მანიპულირება);

ამომრჩევლის ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე;

კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (50 მეტრის რადიუსით) წინასაარჩევნო აგიტაცია ანდა ნებისმიერი სახის შეკრება, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზემოქმედების მოსახდენად.

ტექსტში ასევე მითითებულია, რომ მაგალითად უნდა „დაკონკრეტდეს კანონში უკვე არსებული ჩანაწერი და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვის დარღვევაზე მიეთითება, რომ აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“.

როგორც რომან გოცირიძემ გვითხრა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ალტერნატიული წინადადების სახით დარეგისტრირებული რჩევები 3 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ.

დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტი

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, ივლისის დასაწყისში დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვის იმედი გაუჩნდა დეპუტატ ეკა ბესელიასაც - „კეთილი ინებოს ახლა უმრავლესობამ, ჩამოიღოს თაროზე შემოდებული ჩემი კანონპროექტი".

ბესელიას მიერ დარეგისტრირებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში. ტექსტის თანახმად:

ამომრჩეველთა ხმების განზრახ არასწორად დათვლა, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენა უნდა დაისაჯოს "ჯარიმით 1000-დან 3000-ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების სხვა საარჩევნო სუბიექტისათვის მიკუთვნება უნდა დაისაჯოს „ჯარიმით 3000-დან 5000 ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

 

ბესელიას კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრებისა თუ დამკვირვებლების მხრიდან შედეგების შეგნებულ გაყალბებას ბათილად ცნობილი ბიულეტენების სათანადო აღრიცხვისა და ხმების ხელახალი დათვლის მექანიზმი უნდა დაუპირისპირდეს; მაგალითად: ​

თუ ოლქში არ არის დაწერილი არცერთი განცხადება/საჩივარი, გადასამოწმებლად წილისყრით იქნება შერჩეული ამ ოლქის ერთი საარჩევნო უბანი;

ხოლო თუკი განცხადება/საჩივარი 3-ზე მეტ უბანს შეეხება, საოლქო საარჩევნო კომისია მათგან წილისყრით შეარჩევს 3 საარჩევნო უბანს.

არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული ეს მექანიზმები ჯერ კიდევ პარლამენტში მოქმედ სამუშაო ჯგუფში წარადგინა კონსტიტუციონალისტმა, „ლელოს“ წარმომადგენელმა, ვახტანგ ხმალაძემ. თუმცა მისი ეს წინადადება უმრავლესობამ არ გაიზიარა.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს. თავად ბესელიას თქმით კი, ამ კანონპროექტს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

იყო დასჯადი დღემდე?

ამომრჩეველთა ნების გამოხატვის ხელყოფას, მუქარასა და იძულებას მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება რამდენიმე მუხლი; მაგალითად:

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას შეეხება 164-ე მუხლი; სასჯელად გათვალისწინებულია - ჯარიმა, გამასწორებელ სამუშაო ერთ წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით.

არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე ძალადობისა და ძალადობის მუქარის წინააღმდეგ არის მიმართული 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი; სასჯელი იწყება ჯარიმით და აღწევს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით;

150-ე მუხლში ვხვდებით „იძულების“ ცნებას - იკრძალება ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა (მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება); სასჯელად დადგენილია ჯარიმა, შინაპატიმრობა, ანდა თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებებით აიკრძალა ასევე „კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირის მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება“.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

«Маленький принц» с Безруковым открыл «Эхо» Большого детского фестиваля в Архангельске



Мир

Парашютный Фестиваль «Небофест 2024» состоится 26 мая в Нижнем Новгороде




Українські новини

Квадратні горщики для квітів та розсади: практичний та зручний вибір



Новости 24 часа

Псковская область подала заявку на проведение ДЭГ на очередных выборах



Game News

'The concerns about claustrophobia were a major aspect' of desiging World of Warcraft: The War Within's underground zones, says director



Москва

Ждёт своего часа. Учёный рассказал, кто может принести «болезнь Х»



News Every Day

Cyprus Closed Chess Championship names winners



Авто

Автомобили новой марки MG появились в России. Что это за машины?



Москва

В Москве раньше срока проснулись летучие мыши



Фрэнк Синатра

Леонардо Ди Каприо сыграет Фрэнка Синатру в новом фильме



Москва

Синоптики предупредили москвичей о порывах ветра и небольших осадках 20 апреля



Елена Рыбакина

Прямая трансляция первого матча Елены Рыбакиной на турнире в Штутгарте



Москва

Like FM – федеральный партнер релиза «Идеальная зависимость»



Спорт

РМОУ презентовал издательский проект «Притяжение Сочи» на форуме «Мы вместе. Спорт»



Симферополь

В Красногвардейском районе Республики Крым проведен рейд по бывшим мигрантам



Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об эффективных решениях в дорожном строительстве   



Москва

Собянин: на средства от реализации зеленых облигаций закуплен 451 электробус



Москва

На окружном полуфинале конкурса «Это у нас семейное» Калмыкию представляют четыре семьи



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Московские краснокнижные зайцы обзавелись потомством





Путин в России и мире
Москва

На окружном полуфинале конкурса «Это у нас семейное» Калмыкию представляют четыре семьи


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко сравнил Всебелорусское народное собрание с «пустотой»




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

В Москве арестован на пять суток историк-публицист Сергеев за пост памяти Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Comedy Club

Турбо из «Слова пацана» раскрыл правду о личной жизни на съёмках Comedy Club



Москва

Пристройка к школе в Ступине готова на 70%

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net