World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

საერთაშორისო დამკვირვებლები - ვინ ჩამოდის, როგორ ვხვდებით

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ დიდია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, რადგან ეს არჩევნები მიიჩნევა უმნიშვნელოვანეს ტესტად საქართველოს დემოკრატიისთვის. პანდემიის მიუხედავად, ჩამოსვლა უკვე დაგეგმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე სანდო ორიენტირმა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული NDI-სა და IRI-ის სადამკვირვებლო მისიების საკითხი.

რატომ არის აუცილებელი საერთაშორისო დამკვირვებლების ფართო წარმომადგენლობა 2020 წლის არჩევნებზე? რა შედეგებით ხვდება საქართველო დამკვირვებლებს? როგორ შესრულდა 2018 წლის არჩევნების შემდეგ ODIHR-ისგან მიღებული რეკომენდაციები? რა იმედები უკავშირდება საერთაშორისო მისიებს რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხეების ფონზე?

31 ოქტომბრის არჩევნებზე შესაძლოა აღარ იყვნენ წარმოდგენილი აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) - ეს ინფორმაცია 31 აგვისტოს გაავრცელა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.

სავარაუდო მიზეზად მან კორონავირუსის პანდემია დაასახელა და თქვა ისიც, რომ ამ ეტაპისთვის არც ევროპარლამენტში დასრულებულა წესების შემუშავება „ზოგადად, არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში“.

თავად NDI-სა და IRI-ში არც მიზეზს ასახელებენ და არც გეგმებს გვიზუსტებენ. აცხადებენ, რომ საკითხის შესახებ კონკრეტული და საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერჯერობით მიღებული არ არის. „ამ საკითხის ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება“ - გვითხრეს NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობაში. IRI-ის საქართველოს წარმომადგენლობაში კი საბოლოო პასუხისთვის „კვირის ბოლოს“ დაგვიბარეს.

თუკი ირაკლი კობახიძის პროგნოზი გამართლდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდება ამ ავტორიტეტიანი ამერიკული ორგანიზაციის მეთვალყურეობის გარეშე.

NDI საქართველოში ყველა არჩევნებს აკვირდებოდა 1993 წლიდან;

IRI საქართველოში ყველა არჩევნებს აკვირდებოდა 1998 წლიდან.

ბოლო წლებში, ეს ორგანიზაციები, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიუღებელი შედეგების გამო, ხშირად ხდებოდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის სამიზნე. მათი მისამართით მწვავე კრიტიკით გამოდიოდა „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილიც.

ხომ არ უკავშირდება ამ ორგანიზაციების ამჟამინდელი შესაძლო უარი ხელისუფლების კრიტიკულ განწყობებს - ჟურნალისტების მიერ დასმული ამ შინაარსის შეკითხვის საპასუხოდ კობახიძემ დააზუსტა, რომ კრიტიკა არა მათ არამედ მათ მიერ დაქირავებულ კვლევით ორგანიზაციებს შეეხებოდა.

2020 წლის არჩევნებზე სადამკვირვებლო ჯგუფები ეყოლება საქართველოში მოქმედ ამერიკის საელჩოს - ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ზუსტად რამდენი, ეს ჯერ უცნობია. მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამერიკის საელჩო 131 დამკვირვებლით იყო წარმოდგენილი.

ამერიკელი დამკვირვებლები შედიოდნენ ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მისიის შემადგენლობაშიც.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩათვლით, 55 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული.

ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რა ვითარება იქნება ამ მხრივ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე - ცესკოს მიერ 1 სექტემბერს გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, 2020 წლის არჩევნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის ბოლო ვადა კენჭისყრამდე 7 დღით ადრე იწურება.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ დამკვირვებლებისთვის ჩარტერულ ავიარეისებსაც დანიშნავს.

OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლები ჩამოდიან

OSCE/ODIHR-ის საჭიროებათა შემფასებელი მისია, ხელისუფლების ოფიციალური მოწვევით, საქართველოს 6 დღით (3-8 აგვისტო) სტუმრობდა. ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სწორედ ამ მისიას უნდა შეეფასებინა - დამკვირვებელთა საქართველოში გამოგზავნის საჭიროება.

საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ორგანიზაციის ოფიციალური ვებსაიტი გვამცნობს, რომ უკვე გამოცხადებულია კანდიდატების შერჩევის პროცესი შემდეგ პოზიციებზე: მისიის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლიტიკური ანალიტიკოსი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი, სამართლის საკითხების ანალიტიკოსი, მედია ანალიტიკოსი და გრძელვადიან მეთვალყურეთა კოორდინატორი.

 

განცხადებიდან ასევე ვიგებთ, რომ ODIHR-ის გეგმებში შედის 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა წინა წლების პრაქტიკის თანახმად, ისინი განაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით და დააკვირდებიან როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე უშუალოდ არჩევნების დღეს - საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს.

როგორც წესი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE /ODIHR) სადამკვირვებლო მისიას საგანგებო ინტერესი უკავშირდება, რადგანაც სწორედ ამ მისიის საბოლოო შეფასებები და დასკვნები წარმოადგენს ძირითად და სანდო ორიენტირს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ასევე დიდი ყურადღება ეთმობა მის მიერ ამა თუ იმ ქვეყნის შემთხვევაში გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.

დემოკრატიულ ქვეყნებში სწორედ OSCE /ODIHR-ის შეფასებებს ითვალისწინებს პოლიტიკური სპექტრიც, არჩევნების შედეგების სანდოობის განსაზღვრისას.

მართალია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მთლიანობაში კონკურენტულად და თავისუფლად შეფასდა, OSCE /ODIHR-ის მისია თავის ანგარიშებში მიუთითებდა მთელ რიგ ნაკლოვანებებზე და მათ შორის იყო, მაგალითად:

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,

ამომრჩევლებზე ზემოქმედება პარტიული აქტივისტების მხრიდან,

შემოწირულობათა ძალიან მაღალი ზღვარი და არათანაბარი დაფინანსება,

პოლარიზებული და არაუსაფრთხო გარემო.

შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაზეც საქართველოს მას შემდეგ მუდმივად მიუთითებდა საერთაშორისო თანამეგობრობა.

როგორ შესრულდა საერთაშორისო რეკომენდაციები?

ხელისუფლება აცხადებს, რომ 2 ივლისს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებებით, თითქმის ყველა რეკომენდაცია შეასრულა. თუმცა ასე არც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, არც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და არც საერთაშორისო პარტნიორები.

როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დამკვირვებლები წლევანდელ არჩევნებზეც ბევრ ნაცნობ პრობლემას აღმოაჩენენ.

„გარკვეული ცვლილებები მართლაც შევიდა საარჩევნო კანონმდებლობაში; მაგრამ იყო დიდი თემები, რომელთა გათვალისწინებაც არ მოხდა და ვფიქრობთ, რომ კვლავ პრობლემატური იქნება ამ არჩევნებზე, მაგალითად: საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო დავების გადაწყვეტა - არ ხდება მასალების სათანადოდ შესწავლა და ხმების ხელახლა გადათვლა, როცა ამის აუცილებლობა ჩანს“.

საარჩევნო რეფორმამ ბოლომდე კმაყოფილი არც ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოები დატოვა.

ივლისის დასაწყისში გამოქვეყნებულ განცხადებებში ჩამოთვლილი იყო კონკრეტული პრობლემებიც.

აშშ-ის საელჩო: დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, (საარჩევნო) დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება, COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

ევროკავშირის საელჩო: ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.

რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრისთვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ აპირებს ისევ გადახედოს ახლახან შეცვლილ საარჩევნო კანონმდებლობას. გამოცხადდა, რომ ამომრჩევლების „სხვადასხვა ფორმით“ დაშინება ან იძულება, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ისახავს მიზნად დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

ცვლილებების განხილვის პროცესი პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

ნაგვიანევად დაგეგმილმა ცვლილებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამას დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის აკეთებს. ხოლო ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს სვლა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ხელისუფლების თავმოწონების მცდელობაა.

რუსეთის გეგმები და საერთაშორისო დამკვირვებლები

ამერიკის ელჩმა საქართველოში ადრეც განაცხადა და ბოლო დღეებშიც რამდენჯერმე გაიმეორა , რომ მოსალოდნელია რუსეთის ჩარევა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში. კელი დეგნანი ამბობს, რომ - რუსეთი ფლობს არჩევნებში ჩარევის სქემებს და მათ შორის, დიდი ადგილი უკავია დეზინფორმაციულ კამპანიებს.

ის, რაც რუსეთის ძალისხმევას უნდა დაუპირისპირდეს, დეგნანის თქმით - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობაა. ამ კუთხით ელჩი დახმარებისთვის საერთაშორისო პარტნიორების მზადყოფნასა და პოლიტიკური ლიდერების ვალდებულებას უსვამს ხაზს - „აამაღლონ მათი ცნობიერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის აღდგენა, განათლება ჯანდაცვა და სხვა“

როგორც „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) წარმომადგენელი, სოფო გელავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ჭრილში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო მეთვალყურეების ფართო წარმომადგენლობას 2020 წლის არჩევნებზე.

„ზოგადადაც და განსაკუთრებით - არჩევნების პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ მარტო, პირისპირ არ აღმოვჩნდეთ რუსეთთან და ჩვენს გვერდით იყვნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები... მნიშვნელოვანია, როცა ისინიც ხედავენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს...

ძალიან მარტივი ფორმულაც რომ ავიღოთ, განსხვავებაა - მარტო ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთის ჩარევაზე თუ ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციები გაგვიმაგრებენ ზურგს. საერთაშორისო რეზონანსის შედეგად შესაძლოა რუსეთმა მაღალი პოლიტიკური ფასიც გადაიხადოს“.

რუსეთი საქართველოში თავის გავლენებს სხვადასხვა მექანიზმებით რომ ამკვიდრებს, ამას არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ შორის - MDF -ის მრავალი კვლევაც ადასტურებს. შესაბამისად, არც სოფო გელავას ეპარება ეჭვი, რომ კრემლი საქართველოს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის შანსს ხელიდან არ გაუშვებს; მით უმეტეს, რომ ის ამას არც ძლიერ დემოკრატიებში - აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მოერიდა.

მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები განსაკუთრებულია ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე - "არჩევნებში მონაწილეობს "პატრიოტთა ალიანსი" და სხვადასხვა პრორუსული ჯგუფი და ასევე (ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული) ძალადობრივი ორგანიზაცია "ქართული მარში" დარეგისტრირდა პარტიად".

გელავა ფიქრობს, რომ სახიფათოა რუსეთის მიერ გამოცდილი ინსტრუმენტი, რაც საზოგადოების ემოციებით მანიპულირებას გულისხმობს - „ეს აისახება შემდეგ ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხზეც და ემოციური დაძაბულობის ფონზე, მოქალაქე მშვიდად ვეღარ აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს“.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельской области деятельность по сбору вторсырья получит новые механизмы для развития



VIP

Публичная и тайная жизнь одного из самых ярких российских адвокатов XIX века в новом историческом детективе “Плевако”






Новости 24 часа

Доходность инвестиций в недвижимость в Пскове составляет 10%



Game News

Война Клонов 1.5.26



Москва

Прояснение причин СВО. План улучшения отношений. И дополнительно: "При чём здесь Ленин?"



News Every Day

Geri Halliwell & Christian Horner ‘in talks’ to make fly-on-the-wall Netflix doc as couple move on from sexting scandal



Интернет

Япония потребовала от Google исправить ограничения в рекламе



Москва

Фильм «Жокей пустыни» завоевал главный приз кинофестиваля стран БРИКС на ММКФ



Сергей Брановицкий

Дистрибьюция Музыки. Дистрибьюция Музыки в России. Дистрибьюция музыки в вк. Яндекс музыка дистрибьюция. Цифровая дистрибьюция музыка. Дистрибьюция музыки под ключ.



Москва

Как правильно зарегистрировать новостройку – полезные советы и инструкции



WTA

Пятая ракетка мира Пегула не выступит на турнире WTA 1000 в Мадриде



Москва

Директор Благотворительного Фонда «Провидение» Елена Осипова стала финалистом премии «Россия - страна возможностей»



Чемпионат

Легендарный вратарь Мануэль Нойер стал амбассадором Hisense на Чемпионате Европы по футболу – УЕФА ЕВРО 2024™



Симферополь

Мы - наследники Победы



Москва

Директор Благотворительного Фонда «Провидение» Елена Осипова стала финалистом премии «Россия - страна возможностей»



Москва

Собянин рассказал о создании парка «Яуза»



Москва

Прояснение причин СВО. План улучшения отношений. И дополнительно: "При чём здесь Ленин?"



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

LG ЗАНИМАЕТ ЦЕНТРАЛЬНОЕ МЕСТО НА 37-М МЕЖДУНАРОДНОМ СИМПОЗИУМЕ И ВЫСТАВКЕ ЭЛЕКТРОМОБИЛЕЙ





Путин в России и мире
Москва

Алиев: доволен развитием отношений Азербайджана и России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Стало известно, что Лукашенко предложил губернатору Архангельской области на встрече в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский взял Залужного в заложники? В Киеве начинается новый скандал


Навальный в России и мире
Москва

Мосгорсуд оставил в СИЗО журналистку Фаворскую, обвиняемую в экстремизме за репортажи о Навальном



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певице Самойловой испортили лекарство за 795 тыс рублей в гостинице Геленджика



Москва

«Этот проект был исторически необходим нашей стране»: Путин — о 50-летии строительства БАМа

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net