ძიუდოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დააპატიმრეს
სამხრეთკორეელი ვეტერანი ძიუდოისტი ვანგ-კი ჩუნი მძიმე ბრალდებით დააპატიმრეს. მსოფლიოს ორგზის (2007 და 2009 წლების) ჩემპიონს და ოლიმპიური თამაშების (2008) ფინალისტს არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი.
საქმეს პროკურატურა იძიებს და დანაშაულის დეტალები ჯერ უცნობია. კორეის ძიუდოს ასოციაციამ კი უკვე მიიღო მკაცრი გადაწყვეტილება და ჩუნს სპორტში მოღვაწეობა სამუდამოდ აუკრძალა.
31 წლის ვანგ-კი ჩუნმა აქტიური სპორტული კარიერა 2016 წელს დაასრულა და თავისი სახელობის ძიუდოს კლუბი დააარსა. ამჟამად მას სამხრეთ კორეაში რამდენიმე კლუბი აქვს.
ვეტერან ძიუდოისტს ამ დღეებში კორეულმა გამოცემებმა ძველი ცოდვაც გაუხსენეს. 2009 წელს, ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, მაგრამ ამისთვის არავის დაუსჯია.