COVID-19 დაინფიცირებული 5 პირი დაიღუპა სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად
რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგის წმინდა გიორგის სახელობის საავადმყოფოში 12 მაისს გაჩენილი ხანძრის შედეგად კორონავირუსის დიაგნოზის მქონე ხუთი ავადმყოფი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ხოლო ხანძრის მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, ფილტვის ხელოვნური ვენტილიაციის აპარატი გახდა.
ყველა დაღუპული პაციენტი, სწორედ ამ აპარატებზე იყვნენ მიერთებული.
მაშველებმა შეძლეს საავადმყოფოს შენობიდან 150 კაცის გამოყვანა. საგამოძიებლო ორგანომს სისხლის სამართლის საქმე აღძრა გაუფრხილებლობით სიკვდილის მიყენების მუხლით.
სანკტ-პეტერბურგის წმინდა გიორგის სახელობის საავადმყოფო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მარტის შუა რიცხვებში გადაკეთდა ინფექციურ სტაცინარად კორნავირუსის ინფექციით გამოწვეული მწვავე პნევმონიისა და რესპირატორული ვირუსული ინფექცის მქონე ავადმყოფების სამკურნალოდ.
ერთი დღით ადრე, 11 მაისს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, კერძო ჰოსპისში ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილის მუხლით. დაკავებულია მისი ორგანიზატორი