ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტეს
88 მომხრე, 0 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას.
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის დასკვნის თანახმად, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 9 დეკემბერის წერილით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი განაჩენით დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“.
კომიტეტის განმარტებით, იმის გამო, რომ განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას ვადამდე უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
ნიკა მელიას სანქციის სახით 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.