დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვადამდელი არჩევნები
დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვადამდელი არჩევნები. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22 საათამდეა ღია (თბილისის დროით პარასკევის 2:00 საათი).
ბრიტანეთის პარლამენტში 650 ადგილია. დღევანდელი არჩევნების მთავარი საკითხია, მიიღებს თუ არა მმართველი კონსერვატიული პარტია უმრავლესობას - სულ მცირე 326 ადგილს. იმ შემთხვევაში, თუკი ამას მოახერხებს, პარტია აპირებს 2016 წლის რეფერენდუმზე მოქალაქეთა გადაწყვეტილებას შესრულებას - ევროკავშირიდან ქვეყნის გაყვანას.