იზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთის ქალაქ იზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ასზე მეტი კი დაშავდა. ასეთია თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ოფიციალური მონაცემები. უწყების ცნობით, ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთი დაიხრჩო, 120 ადამიანი კი დაშავებულია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ყველა იმ პროვინციაში, რომელიც ეგეოსის ზღვას ესაზღვრება, განსაკუთრებით იზმირსა და აიდინეში. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. დაზარალებულ რეგიონში 53 ...