ათიათასობით ბერძენმა მოსთხოვა მთავრობას, არ წავიდეს კომპრომისზე მაკედონიასთან მიმდიარე დავაში
ათენში ათიათასობით ადამიანმა გამართა დემონსტრაცია და მოსთხოვა მთავრობას, არ წავიდეს კომპრომისზე მაკედონიასთან მიმდიარე დავაში, რომელიც ამ უკანასკნელის სახელწოდებას ეხება. ბერძნები მთელი ქვეყნიდან შეიკრიბნენ სინტაგმის მოედანზე და მოითხოვეს, სკოპიემ შეწყვიტოს სახელი „მაკედონიის“ გამოყენება. „ხელები შორს მაკედონიისგან“ - ეწერა ზოგიერთ ტრანსპარანტზე. საბერძნეთი წლების განმავლობაში აცხადებს, რომ სკოპიეს მიერ სახელწოდება „მაკედონიის“ გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ მას პრეტენზია აქვს საბეძრნეთის ჩრდილოეთ რეგიონ მაკედონიაზე. Читать дальше...