ირაკლი კობახიძე: საკადრო ცვლილებები არ იგეგმება
არც მთავრობის, არც პარტიის და არც პარლამენტის მიმართულებით საკადრო ცვლილებებზე საუბარს საფუძველი არა აქვს, ეს საკითხები არ განიხილება - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. იგი ამბობს,რომ მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ „სპეკულაციაა“, რათა საკუთარი მარცხიდან აქცენტი სხვა რამეზე გადაიტანოს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ახალი ფორმირებულია და პროგრამის შესაბამისად მუშაობს, გუნდს კი მუდმივი განახლება და გაძლიერება სჭირდება და ამ მიმართულებით აქცენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კეთდება.