თანამდებობას ტოვებს თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის თანამდებობას დატოვებს თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი, თადარიგის გენერალი ჯონ კელი. მისი შემცვლელი, ტრამპის თქმით, ორ დღეში გახდება ცნობილი. მანამდე მედიაში უკვე დასახელდა ფავორიტის ვინაობა. ნიკ აირსი, ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის აპარატის ამჟამინდელი ხელმძღვანელი. ტრამპმა კელის უწოდა „შესანიშნავი ადამიანი“ და მადლობა გადაუხადა კარგი სამსახურისათვის. მაგრამ ტელეკომპანია „ენბისის“ ცნობით, კელის ბოლო ხანს კონფლიქტი მოუვიდა პირველ ლიდისთან, მელანია ტრამპთან, შემდეგ კი თავად პრეზიდენტ ტრამპთან.