მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილი ემზადება გაყალბებისთვის!“
„ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის. ასევე,ჩემი ჩამოსვლისთვის...გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება“, - ეს ტექსტი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს. არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა“.
მიხეილ სააკავშილი ასევე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი მარცხისთვის არის განწირული, რის გამოც „ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას - ხან ვის სთავაზობს, ხან - ვის...“ - სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ვინც არ უნდა დააყენოს ივანიშვილმა, ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება.
„ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის ყველა სუსის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.