მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები დამარცხდა მექსიკასთან
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთში გერმანიის ნაკრები პირველ მატჩში ანგარიშით 0:1 დამარცხდა მექსიკის ნაკრებთან. ერთადერთი გოლი 35 წუთზე გატანა მექსიკელთა ნახევარმცველმა ირვინგ ლოსანომ. შეხვედრა 17 ივნისს გაიმართა მოსკოვის "ლუჟნიკის" სტადიონზე.