40-მდე ქვეყანა მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს პუტინთან შეხვედრისას განიხილოს ოლეგ სენცოვის საკითხი
აშშ-ი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და კიდევ 35 ქვეყანა თხოვნით მიმართავენ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს, რათა მომავალ კვირაში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს დააყენოს რეჟისორ ოლეგ სენცოვისა და რუსეთის ციხეებში მყოფი ათობით უკრაინელი ტყვის საკითხი. აღნიშნული წერილობითი თხოვნა ანტონიო გუტერეშს 15 ივნისს გადასცა გაეროში უკრაინის წარმომადგენლობამ. გაერსო ხელმძღვანელი 20 ივნისს გეგმავს მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან. ანტონიო გუტერეში რუსეთში დაესწრება ასევე პორტუგალიისა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრას. რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ოლეგ სენცოვი 14 მაისიდან შიმშილობს უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით