პრეზიდენტი მამუკა ბახტაძის კანდიდატურას დღეს წარუდგენს პარლამენტს
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მამუკა ბახტაძის კანდიდატურას დღეს წარუდგენს პარლამენტს. მას ამისთვის კონსტიტუციით 7 დღიანი ვადა აქვს, თუმცა, დღესვე აპირებს ამ აქტის ხელმოწერას. ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ამ გზით შეასრულებს კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა ახლახან საჯაროდ განაცხადა თავისი პოლიტიკური პოზიციის შესახებ - ის თვლის, რომ მმართველ გუნდს პრემიერ-მინისტრის პოსტზე უნდა წარმოედგინა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა.