საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მკვიდრი, 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული მოხუცი სოფლის განაპირას იმყოფებოდა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.