აშშ უკრაინას უგზავნის Patriot-ის ტიპის სისტემას, 1.85 მილიარდი დოლარის დახმარების ფარგლებში
დახმარების პაკეტი მოიცავს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს და აღჭურვილობას პენტაგონის მარაგებიდან, მათ შორის Patriot-ის პირველ სისტემას, და 850 მილიონი დოლარის დაფინანსებას უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. დახმარების ნაწილით დაფინანსდება სატელიტური კომუნიკაციების სისტემა, რომელიც, დიდი ალბათობით, მოიცავს ილონ მასკის მფლობელობაში მყოფ, SpaceX Starlink-ის მნიშვნელოვან სატელიტს.
უფრო დეტალურად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალ პაკეტში შედის:
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot და მისი აღჭურვილობა,
დამატებითი შეიარაღება მაღალი მობილურობის სისტემა HIMARS-ისთვის;
155 მილიმეტრიანი მაღალი სიზუსტის 500 ერთეული საარტილერიო ჭურვი;
120 მილიმეტრის 10 ერთეული ნაღმსატყორცნი, თავის 10 000 ჭურვით;
60-და 82 მილიმეტრიანი 10 ნაღმსატყორცნი;
37 ერთეული ავტომობილი Cougar-ი ნაღმებისგან დამცავი სისტემით აღჭურვილი;
120 შეჯავშნული მულტიფუნქციური ბორბლებიანი მანქანა HMMWV;
6 ერთეული შეჯავშნული სატვირთო მანქანა;
მაღალი სიზუსტის საავიაციო აღჭურვილობა;
2700-ერთეულზე მეტი ყუმბარსატყორცნი და ცეცხლსასროლი იარაღი;
Claymore-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა;
ასაფეთქებელი მოწყობილობა;
ღამის ხედვის და დამიზნების მოწყობილობა;
კავშირგაბმულობის ტაქტიკურად დაცული საშუალებები.
პაკეტით უკრაინას ასევე გადაეცემა საარტილერიო და სატანკო ტყვია-წამალი, "გრადის" ტიპის რაკეტები, გათავალისწინებულია დაფინანსება წვრთებისთვის და აღჭურვილობის შენარჩუნებისთვისაც.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, ის ვაშინგტონში იმყოფება იმ მიზნით, რომ აშშ-ს მადლობა გადაუხადოს დახმარებისთვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში, და მოლაპარაკების გამართვისთვის უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
"მომავალ წელს ჩვენ უკრაინის დროშა და თავისუფლება უნდა დავაბრუნოთ ჩვენს მთელს ტერიტორიაზე, მთელს ხალხთან" - წერს ზელენსკი ტელეგრამით აშშ-ში ჩასვლის შემდეგ.
ზელენსკი შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და შემდეგ აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით.