უკრაინაში პარლამენტს ირჩევენ
უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება ძველი, შერეული სისტემით: დეპუტატების ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან ოლქებში, დანარჩენი ნახევარი კი პარტიული სიების მეშვეობით 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაირა 3 ათასზე მეტმა „მაჟორიტარობის კანდიდატმა“ და 22-მა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელთა საარჩევნო სიებითაც პარლამენტში მოხვედრას ცდილობს 2700 კანდიდატი.
უკრაინაში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ინიციატივა ეკუთვნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც არჩევნების საჭიროება საპარლამენტო კოალიციის არარსებობითა და უმაღლესი რადისადმი ხალხის დაბალი ნდობით ახსნა.