ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა, სახელწოდებით, „ილია – ევროპელი“ გაიმართება
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხვალ გამოფენა, სახელწოდებით, „ილია – ევროპელი“ გაიმართება. 2017 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან კი 110 წლის იუბილეა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სადაც დაცულია ილიას პირადი არქივი, გეგმავს მასშტაბური საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტით აღნიშნოს ეს თარიღები. საზოგადოების წინაშე გამოიფინება ილიას მიმოწერა ევროპელ მეგობრებთან, მარჯორი და ოლივერ უორდროპებთან, არტურ ლაისისთან, ბარონი დე […]